FIFA უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა და დაგმო, ასევე, სოლიდარობა გამოუცხადა საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულებს.
“ფიფა,, გმობს რუსეთის მიერ ძალის გამოყენებას უკრაინაში და ნებისმიერი სახის ძალადობას კონფლიქტების მოსაგვარებლად. ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი. “ფიფა” მოუწოდებს ყველა მხარეს, აღადგინონ მშვიდობა კონსტრუქციული დიალოგის გზით. “ფიფა” ასევე სოლიდარობას უხადებს დაზარალებულებს.
რაც შეეხება ფეხბურთის საკითხებს როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში, “ფიფა” გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების შესახებ განახლებები დროულად გახდება ცნობილი“, – ნათქვამია “ფიფას” განცხადებაში.