პელე: ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინელ ხალხს

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, პელე უკრაინაში რუსეთის შეჭრას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

“წლები გადის, მაგრამ ცოტა რამ შეიცვალა ჩემი ბავშვობის მერე. გადატანილ ტრაგედიებს უნდა ესწავლებინა ჩვენთვის, უფრო მშვიდობიანი სამყარო უნდა გვეშენებინა. ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინელ ხალხს. ლოცვებში ვთხოვ ღმერთს, რომ მშვიდობამ, თავისუფლებამ და სიყვარულმა გაიმარჯვოს”, – წერს ფეხბურთის მეფე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები