Bloomberg: რუსმა ბიზნესმენებმა უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს 39 მილიარდი დოლარი დაკარგეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეს რუსმა ბიზნესმენებმა, ჯამურად, 39 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადეს.

შესაბამის სტატისტიკას Bloomberg Billionaires Index ავრცელებს.

კერძოდ, ყველაზე დიდი ზარალი, ერთ დღეში განიცადა “ლუკოილის” პრეზიდენტმა, ვაგიტ ალეკპეროვმა – 6,2 მილიარდი დოლარი, მისი ქონება 13 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 24 თებერვალს “ლუკოილის” აქციები დაახლოებით 33%-ით დაეცა.

ასევე, Северстали-ს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის, ალექსეი მორდაშოვის ქონება 4,2 მილიარდი დოლარით არის შემცირებული და დღეს უკვე 23 მილიარდ დოლარს შეადგენს.

“ნორნიკელის” პრეზიდენტმა, ვლადიმერ პოტანინმა დაკარგა, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი, მისი ქონება 26,1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები