“საფრანგეთი შეშფოთებულია რუსეთის შესაძლო სამხედრო თავდასხმით საქართველოსა და მოლდოვაზე” – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საფრანგეთი შეშფოთებულია რუსეთის შესაძლო სამხედრო თავდასხმით საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, – ამის შესახებ, ფრანგული რადიო RFI-ს ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.
როგორც რადიოსადგურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ინტერვიუში ფრანგმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინა.
„ეს არის ტოტალური ომი. პუტინმა გადაწყვიტა, უკრაინა ქვეყნების რუკიდან წაშალოს“, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.