რუსი ხელოვანები პუტინის წინააღმდეგ – “ეს ჩვენი სირცხვილია!”

ბორის აკუნინმა, ჩულპან ხამატოვმა, ლეონიდ პარფიონოვმა და რუსეთის კულტურის მოღვაწეებმა პუტინისგან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შეწყვეტა მოითხოვეს.

ისინი ფიქრობენ, რომ ეს ომი სირცხვილია.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყება სირცხვილია! ეს ჩვენი სირცხვილია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება ჩვენს შვილებს მოუწევთ, ჩვენს ძალიან ახალგაზრდა შვილებს და მათაც, ვინც ჯერ არ დაბადებულან…

ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა აგრესორ ქვეყანაში იცხოვრონ, არ გვინდა მათ რცხვენოდეს, რომ მათი ჯარი მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოს თავს დაესხა. მოვუწოდებთ რუსეთის ყველა მოქალაქეს, უარი თქვან ამ ომზე“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები