უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს
უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს.
გერაშჩენკო მოუწოდებს რუს დედებს, გამოვიდნენ გარეთ და შეაჩერონ ომი.
„პირველი რუსი სამხედრო ტყვეები. აყვანილნი არიან გაერთიანებული საოპერაციო ძალების ზონაში. ისინი სრულიად უსაფრთხოდ იქნებიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რუსო დედებო! გამოდით გარეთ! მოითხოვეთ, ომის შეჩერება“, – წერს გერაშჩენკო.