კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მედპერსონალისთვის ხელშეკრულების პირობები მიუღებელი აღმოჩნდა

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მედპერსონალის პროტესტი ახალ ხელმღვანელს და ხელშეკრულების ახალ პირობებს უკავშირდება – ამის შესახებ „კვირას“ ბებიაქალთა ასიციაციის პრეზიდენტმა და კლინიკის ბებიაქალმა ნატალია ხაჩიძემ განუცხადა. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებას ახალი მმართველი ჰყავს, რომელმაც კლინიკის მედპერსონალთან კაბალური ხელშეკრულება გააფორმა. ხაჩიძის ინფორმაციით, ხელშეკრულების ახალი პირობები მედპერსონალისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მათი პროტესტი მოჰყვა. მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში უკიდურესად მძიმე სიტუაცია შეიქმნა.10569150_787912151231280_2073197182_n
„ჩვენთვის ცნობილია, რომ სამედიცინო დაწესებულება „ახალი სიცოცხლე“ წელს, გაზაფხულზე გაიყიდა. კერძოდ, მას სამედიცინო დაწესებულებას კომპანია“ევექსი“ დაეპატრონა. ახალმა ხელძღვანელობამ ჩვენთან კაბალური ხელშეკრულების გაფორმება მოინდომა. კერძოდ, კლინიკაში მომუშავე მედპერსონალს კატეგორიულად ეკრძალება სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა. თუ ამ ხელშეკრულებას რომელიმე დაარღვევს, მაშინ მას ერთი წლის ხელფასის ოდენობის გადახდის ჯარიმა დაეკისრება. ეს ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა, კლინიკის ხელმძღვანელმა ზაზა სინაურიძემ და 45 -მა ექიმმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერეთ. ახალი შრომის კოდექსის მიხედვით, ჩვენ კლინიკაში დავრჩებით 11 აგვისტომდე და ყველა პაციენტს ისევე მივხედავთ, როგორც დღემდე ვმურნალობდით. კოდექსის მიხედვით, განცხადების დაწერის შემდეგ ორი კვირა მედპერსონალი მუშაობას გააგრძელებს. ხოლო 11 აგვისტოს ჩვენ უკვე კლინიკაში აღარ დავბრუნდებით. ის პაციენტები, რომლებიც 11 აგვისტოს შემდეგ მკურნალობას ითხოვენ, სხვა საავადმყოფოებში გადანაწილდებიან“, – აღნიშნა ნატალია ხაჩიძემ.
სამედიცინო დაწესებულება „ახალი სიცოცხლის“ ადმინისტრაცია მომხდარის შესახებ სპეციალურ განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებს. როგორც „კვირას“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულება „ახალი სიცოცხლე“ 2014 წლის გაზაფხულზე „ჩემი ოჯახის კლინიკას“ გადაეცა. როგორც ნატალია ხაჩიძე აცხადებს, „ჩემი ოჯახის კლინიკის“ უკან კომპანია „ევექსი“ დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები