“დამშვიდდით! დარჩით სახლში, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება” – უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელებს მიმართა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა დონბასში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით უკრაინელებს მიმართა.

“მტერმა აღმოსავლეთში დაიწყო ინტენსიური დაბომბვა ჩვენი ქვედანაყოფების, ასევე, სხვა რეგიონებში სამხედრო სამეთაურო ცენტრებისა და აეროპორტების. უკრაინის არმიას ინარჩუნებს თავდაცვას და რუსეთის ჯარებს პასუხობს. ჩვენი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაგიცვან და არ მისცენ აგრესორს გარღვევის საშუალება.

დღეს კიდევ ერთხელ მოგმართავთ: დამშვიდდით! დარჩით სახლში, თუ ეს შესაძლებელია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ჩვენს ჯარს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, როგორც არასდროს. თქვენი მშვიდობა და ნდობა ჯარის მიმართ ამ მომენტში საუკეთესო დახმარებაა!

დიდება უკრაინას!”, – თქვა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები