მედია: დონბასში რუსეთის შეჭრის გამო, ნატო-ში საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა
რუსეთის მიერ დონბასში სამხედრო ოპერაციის გამოცხადების გამო, დილიდან ნატო-ში საგანგებო შეხვედრა გაიმართება.
ამის შესახებ France-Press წერს.
„ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ელჩების საბჭო დღეს დილით საგანგებო სხდომას გამართავს“, – განუცხადა სააგენტოს ნატო-ში წყარომ.
დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინმა დღეს დილით გააკეთა.