მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი სამხედრო ქმედებები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია აღნიშნული.
ჩვენი არაერთი გაფრთხილებისა და დიპლომატიაში ჩასართავად დაუღალავი ძალისხმევის მიუხედავად, კიდევ ერთხელ რუსეთმა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის გზა აირჩია.
ეს არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევა და სერიოზული საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი სამხედრო ქმედებები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.