“გადაწყვეტილება მიღებულია, რუსეთი მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის” – პუტინი ნატო-სთან დაპირისპირებაზე  

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნატო რუსეთის საზღვრებს მჭიდროდ მიუახლოვდა, თუმცა, რუსეთი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის არის მზად, “ყველა გადაწყვეტილება მიღებულია”.

ამის შესახებ მან დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით რუსებისადმი ტელემიმართვაში თქვა.

“რუსეთი მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია. იმედი მაქვს, რომ ჩემს ნათქვამს შეისმენენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ნამდვილი სიძლიერე სამართლიანობასა და სიმართლეშია, რომლებიც რუსეთის მხარეს არის.

”რუსეთის ძვირფასო მოქალაქეებო, კეთილდღეობა, მთელი სახელმწიფოებისა და ხალხების არსებობა, მათი წარმატება და სიცოცხლისუნარიანობა, ყოველთვის სათავეს იღებს მძლავრი ფესვთა სისტემისგან, მათი ღირებულებების კულტურაში, მათი წინაპრების გამოცდილებაში”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები