პუტინმა დონბასში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა უკრაინის “მმართველ რეჟიმს” დააკისრა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები დონბასში გაბედულად შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და აღმასრულებელი ხელისუფლება შეუფერხებლად და ეფექტურად იმუშავებს.
ამის შესახებ მან უკრაინის დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამოცხადებასთან დაკავშირებით რუსებისადმი ტელემიმართვაში თქვა.
“ძვირფასო თანამემამულენო, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და ოფიცრები თავიანთი ქვეყნისთვის თავდადებულად პროფესიონალურად და გაბედულად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეჭვი არ მეპარება, რომ ხელისუფლების ყველა დონე შეუფერხებლად და ეფექტურად იმუშავებს”, – განაცხადა მან თავის მიმართვაში.
პუტინის თქმით, სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა” უკრაინის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება”.