მიწის სისტემური რეგისტრაცია ეტაპობრივად განხორციელდება 2022-2024 წლების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა), – ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Igl2nV
საკადასტრო სამუშაოების დაწყების თანმიმდევრობა განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

რეგისტრირებული ფართობის სიმცირე;
დასარეგისტრირებელი ნაკვეთების რაოდენობა;
მოსახლეობის რაოდენობა;
გეოგრაფიული მდებარეობა;
კლიმატური პირობები;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე სისტემურ რეგისტრაციას ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
![👇]()

მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
![🔹]()
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;

გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
![🔹]()
სანოტარო მედიაცია;

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
![🔹]()
ფაქტების კონსტატაცია;

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
![🔹]()
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.
კომენტარები
კომენტარი