23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალს საბჭოთა ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება. 1921 წლის 11 თებერვალს წითელმა არმიამ საქართველოზე ხუთი მხრიდან განახორციელა თავდასხმა. ეს იყო ორი ძირითადი შეტევა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან და სამი დანარჩენი კავკასიონის მთებიდან და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ.

საქართველომ დამოუკიდებლობის დასაცავად თავდამსხმელებს თითქმის 40-ათასიანი ჯარი დაუპირისპირა, ჯართან ერთად, იბრძოდა სახალხო გვარდია და მოხალისეები. მძიმე ბრძოლები კოჯრის და ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე, ბრძოლებში განსაკუთრებით თავი სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა – იუნკერებმა გამოიჩინეს. იუნკერების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო ახალგაზრდა სტუდენტი – მარო მაყაშვილი.

1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ თბილისი დატოვა, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შემოვიდა და იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები