ლავროვი: ზელენსკი გაუწონასწორებელია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაუწონასწორებელი ადამიანია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შექმნილ ვითარებაში კიევის მიერ ურთიერთობის შესაძლო გამწვავების შესახებ კითხვის საპასუხოდ.
“მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის არის გაუწონასწორებელი, დამოკიდებული ადამიანია, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული თავის ამერიკელ კურატორებზე”, – თქვა მან ტელეკომპანია “როსია 1”-ის ეთერში.