თურქეთი ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ აღიარებს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების რუსეთის მხრიდან აღიარებას ეხმიანება.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, თურქეთი არ ცნობს ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.
„ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების დამოუკიდებლობის აღიარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს და ასევე წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის თვალსაჩინო დარღვევას“, – აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.