“დონბასის აღიარება ნიშნავს უკეთესი მომავლის იმედს” – ბიბილოვი პუტინის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს

“რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება მოსალოდნელი, გამართლებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებაა, რომელსაც სრულად უჭერს მხარს სამხრეთ ოსეთი”, – განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტიმა, ანატოლი ბიბილოვმა.

“უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას წერტილი კიევის რეჟიმმა დაუსვა, გააჩაღა სასტიკი ტერორი დონბასის ხალხის წინააღმდეგ. რუსეთმა გამოიჩინა წარმოუდგენელი მოთმინება და გამძლეობა, რითაც კიევის ხელისუფლებას დაუტოვა შანსი, იმ იმედით, რომ გაიმარჯვებდა წინდახედულება და კურსი ეროვნულისკენ. არჩეული იქნებოდა მინსკის შეთანხმებებზე დაფუძნებული შერიგება. ეს მოლოდინი გააუქმა უკრაინის ხელმძღვანელობის ქმედებებმა“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისი აზრით, “ეს გადაწყვეტილება ძმათამკვლელი სიგიჟის დასრულების გარანტიაა, ეს არის ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, ეს არის შანსი უკრაინისთვის, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და იპოვოს მომავალი. დონბასის აღიარება ნიშნავს უკეთესი მომავლის იმედს. ისევე, როგორც რუსეთი აგერ უკვე მე-13 წელია უზრუნველყოფს მშვიდობას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიწაზე“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა დონბასის ე.წ. რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 2014 წელს აღიარა.

2017 წლის მაისში ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და დონეცკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.

2018 წლის დეკემბერში, ანალოგიური ხელშეკრულება გამოფრმდა ლუგანსკთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები