„ალდაგის“ კლინიკაში ექიმების პროტესტს ადასტურებენ

„ახალი სიცოცხლე“ მედპერსონალმა დატოვა

„ალდაგის“ კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე’’ დღეს ყველა ექიმმა და ექთანმა დატოვა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელის ზაზა სინაურიძის მდივანმა მაგდა გოგუაძემ დაუდასტურა. როგორც „კვირას“ გოგუაძემ განუცხადა, დღეს კლინიკის მედპერსონალის უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად შენობა დატოვა. კლინიკის პრესსამსახურის უფროსის თეო ლალიაშვილის განცხადებით, საავადმყოფოს ადმინისტრაცია მომხდარის შესახებ განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებს. აღსანიშნავია, რომ კლინიკის მენეჯერმა დიანა მელქონიანმა აღნიშნული ფაქტი „კვირას“ არ გაუმხილა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ მან არაფერი იცის.
„ვალდებული არ ვარ, გითხრათ. მე არაფერი ვიცი“, – აღნიშნა დიანა მელქონიანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკის დატოვების შესახებ განცხადება მეან-გინეკოლოგებმა, ანესთეზეოლოგებმა და ექთნებმა დაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები