ბადრი ჯაფარიძე: უპრინციპობაზე საუბარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან სასაცილოა

უპრინციპობაზე საუბარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან სასაცილოა, – ასე უპასუხა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს.

„უპრინციპობაზე საუბარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან სასაცილოა. ესაა მართლაც წარმოუდგენელი მატყუარების პარტია და ეს რეპუტაცია მთელს ევროპაში, შეერთებულ შტატებში დაიმკვიდრეს მყარად. აქ საუბარია ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებაზე. ცილისწამება, რაღაც იარლიყების მოწებება აღარ იმუშავებს“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ როდესაც „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში ამ საარჩევნო მიზნებისთვის, ეს „ლელოს“ უპრინციპობაზე მეტყველებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები