ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დედისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ფოთის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
დედა, რომელმაც, პროკურატურის ინფორმაციით, ჩვილი ჯერ გაგუდა და შემდეგ საკანალიზაციო მილში ჩააგდო, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული დიანა კაზმაფეროვა ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს. ამასთან, დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
‘”განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და რომ არ დავაზიანო, ყველა მოქმედებები არაა შესრულებული, ექსპერტიზის დასკვნა არ დევს საქმეში და ვერ მოგახსენებთ განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაციას. მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოჯახური მდგომარეობაც მძიმეა, მოთხოვნა გვექნება – გირაოთი იქნეს გათავისუფლებული ეს პიროვნება”, – აცხადებს ცირა ჯავახიშვილი.
თავის მხრივ, ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ფოთის დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი 14 თებერვალს ნახეს – მას შემდეგ, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.