ალექსანდრე გოგინავა: დიდი ალბათობით, 7-10 დღეში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, 7-10 დღეში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება.

“დიდი ალბათობით, 7-10 დღეში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მისი თქმით, ბოლო დღეებია, დადებითი დინამიკა შეინიშნება როგორც დადებითობის მაჩვენებლის კუთხით, ასევე, დღიური რაოდენობის კუთხით. გოგინავა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი და მოსახლეობას არსებული რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები