ინდოეთის შტატმა გოგონებს კოლეჯში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

ინდოეთის კარნატაკას შტატის ხელისუფლებამ კოლეჯში ჰიჯაბში მუსლიმი სტუდენტების გაკვეთილებზე დასწრებაზე უარი თქვა.

ამის შესახებ The National წერს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლო ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მთელ შტატში სკოლები და კოლეჯები გასულ კვირას დაიხურა.

მანამდე, ჰიჯაბის აკრძალვის გამო, ასობით ინდუისტი სტუდენტი კოლეჯებში ზაფრანის შარფებით მივიდა – ფერი ასოცირდება მემარჯვენე ინდუისტურ ჯგუფებთან. ამის შემდეგ კი, კარნატაკას უმაღლესმა სასამართლომ სკოლებსა და კოლეჯებში რელიგიური ტანსაცმლის ტარებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა.

თუმცა, დღეს, მას შემდეგ – რაც საგანმანათლებლო დაწესებულებები ხელახლა გაიხსნა, 30-ზე მეტი ქალი სტუდენტი გარიცხეს ჰიჯაბის აკრძალვის დარღვევის გამო.

დროებითი აკრძალვა იქამდე იქნება ძალაში, რაც თებერვლის ბოლოს საკითხზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები