რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული ე.წ.რესპუბლიკების აღიარების რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

როგორც პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, დოკუმენტი სახელმწიფოს მეთაურს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ, პარლამენტარების აზრით, “აღიარება შექმნის საფუძველს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და რესპუბლიკების მაცხოვრებლების გარე საფრთხეებისგან დასაცავად”.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს რუსეთის “კომუნისტური” პარტიის დეპუტატებმა ვლადიმერ პუტინისთვის მიმართვის პროექტი წარადგინეს უკრაინის დონბასის ე.წ. რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები