ზახაროვა: დასავლეთი გასროლის გარეშე შევარცხვინეთ და გავანადგურეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა წერს, რომ 2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც “ომის დასავლური პროპაგანდის ჩავარდნის დღე”.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას დაწერა, რომლის მიხედვით, უწყება ამთავრებს “სამხედრო სწავლებას” სამხრეთის და დასავლეთის ოლქებში და რომ ქვედანაყოფები, უახლოეს დროში, დისლოკაციის მუდმივ ადგილას დაუბრუნდებიან.

“2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც ომის დასავლური პროპაგანდის ჩავარდნის დღე. გასროლის გარეშე შევარცხვინეთ და გავანადგურეთ”, – დაწერა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები