რუსეთ-ბელორუსის სწავლება 20 თებერვალს სრულდება – დასკვნით ეტაპზე მედია და სამხედრო ატაშეები მიიწვიეს
რუსეთ-ბელორუსის სამხედრო სწავლება “სამოკავშირეო სიმტკიცე-2022”-ის დასკვნით ეტაპზე მედია და ბელორუსში აკრედიტებული საელჩოების სამხედრო ატაშეები მიიწვიეს.
ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-მაიორმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
სამხედრო სწავლება 20 თებერვალს უნდა დასრულდეს. წვრთნების აქტიური ფაზა უკვე დაწყებულია.
„ბელორუსის რესპუბლიკაში უცხო სახელმწიფოების საელჩოებში თავდაცვის სამხედრო ატაშეები და მედიის წარმომადგენლები მიწვეულნი არიან პრაქტიკულ მოქმედებებზე დამკვირვებლების სახით“, – თქვა კონაშენკოვმა.