ესპანეთში ივნისის სიცხის ტალღას ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ესპანეთში ივნისის ბოლოს დაფიქსირებულმა ძლიერმა სიცხის ტალღამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების მონაცემებით, სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა უკავშირდება ჰაერის უკიდურესად მაღალ ტემპერატურას, რომელმაც რიგ რეგიონებში 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა,- ამას ყოველდღიური სიკვდილიანობის მონიტორინგის სისტემის მონაცემები მოწმობს.

გაზეთმა „ელ პაისმა“ წინასწარი მონაცემების საფუძველზე 900 შემთხვევა დააფიქსირა. გაზეთში აღნიშნულია, რომ ზაფხულის პირველ თვეში მატერიკზე საშუალო ტემპერატურა 23,2 გრადუსი ცელსიუსი იყო. შედეგად, გასული თვე ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს ჩანაწერების ისტორიაში, რომელიც 1961 წელს დაიწყო, მეორე ყველაზე თბილი ივნისი გახდა. 2025 წლის ზაფხულის პირველი თვე ყველაზე ცხელ თვედ აღიარეს 23,6 გრადუსი ცელსიუსით.

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობის მონიტორინგი 2015 წლიდან ხორციელდება. აქამდე, შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, 1000 ადამიანის გარდაცვალება, 2017 წელს დაფიქსირდა.

ქვეყნის რამდენიმე რეგიონში კვლავ გამოცხადდა გაფრთხილება სიცხის გამო, რომელმაც, შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები