საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა
„სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედების ვადამ ოთხი წლით გადაიწია. ახალ ვადად 2031 წლის 1 თებერვალი განისაზღვრა.
2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებით, შეზღუდვა 2026 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. გადავადების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციის საფუძველზე.