კრემლში აცხადებენ, რომ პუტინი მზად არის “დასავლეთთან მოლაპარაკებებისთვის”

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “მზად არის მოლაპარაკებებისთვის”.

ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა CNN-ის ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში თქვა.

პესკოვის თქმით, „პუტინი ყოველთვის ითხოვდა მოლაპარაკებებსა და დიპლომატიას“.

“ფაქტობრივად, მან წამოიწყო საკითხი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და უკრაინა პრობლემის მხოლოდ ნაწილია, ეს არის რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების უფრო დიდი პრობლემის ნაწილი და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინი მზად არის მოლაპარაკებისთვის”, – თქვა მან.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პუტინს განუცხადა, რომ ხედავს დასავლეთთან დიპლომატიური დიალოგის “შანსს” რუსეთის უსაფრთხოების საკითხებზე და აღნიშნა, რომ რეკომენდაციას უწევს ასეთი ძალისხმევის გაგრძელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები