ოლაფ შოლცი: უკრაინა დონბასის სტატუსისა და არჩევნების შესახებ კანონპროექტებს წარადგენს
უკრაინა დონბასის სპეციალური სტატუსისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების შესახებ კანონპროექტებს წარადგენს.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ უკრაინა განსახილველად წარადგენს კანონპროექტებს სპეციალური სტატუსისა და არჩევნების შესახებ“, – თქვა შოლცმა.
მან ასევე “კიევსა და მოსკოვს პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისკენ” მოუწოდა.
გერმანიის კანცლერი ასევე ირწმუნება, რომ მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ის კვლავ დაარღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ “ნორმანდიის ოთხეულის” ლიდერების მრჩევლებს შორის მოლაპარაკებების ახალ რაუნდს ელის.
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კიევში დღეს ჩაფრინდა, სადაც მაღალი დონის მოლაპარაკებას მართავს. ხვალ ის მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.