მედია წერს, რომ ჟირინოვსკის ტვინის ანთებაც დაეწყო – პარტიაში სარჩელს ამზადებენ

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია “ლდპრ”-ის ლიდერ ვლადიმერ ჟირინოვსკის, რომელიც რამდენიმე დღის წინ, “ომიკრონით”, საავადმყოფოში გადაიყვანეს, ფოლტვების ანთებასთან ერთად, თავის ქალაში ანთებითი პროცესები დაეწყო.

თუმცა, პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია “პრიმიტიული ზღაპარია”.

“თითქოს, ყოველ დღე უამრავი უსახელო მედიის მკითხველი „ანონიმურ წყაროებზე“დაყრდნობით იგებს ახალ-ახალ სიცრუეს  ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის შესახებ. არცერთი მათი წინა “ცნობა” არ გამართლდა, ყველა პრიმიტიული ზღაპარი აღმოჩნდა,  რომლებიც  ზოგჯერ ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს”, – აღშფოთებით აღნიშნეს პარტიაში.

პრესსამსახურში დასძინეს, რომ აღარასოდეს ითანამშრომლებენ ონლაინ-მედიასთან, რომელიც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას პარტიის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის შესახებ, მისი ავთენტურობის შემოწმების გარეშეც კი.

უფრო მეტიც, პარტიის იურისტები უკვე ამზადებენ მასალებს სარჩელის შესატანად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები