უკრაინას დღეს გერმანიის კანცლერი ეწვევა
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დღეს კიევს ეწვევა, ხვალ კი, დიპლომატიური მისიით უკვე მოსკოვში გაემგზარება.
ორივე დედაქალაქში, შოლცი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტებთან ვოლოდიმერ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან.
მოსკოვში ასევე იგეგმება მისი შეხვედრა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, გერმანიის ელჩის რეზიდენციაში.