ძლიერი მიწისძვრა სომხეთში – ქალაქ ალავერდში შენობების კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა

საქართველოში მომხდარი მიწისძვრა სომხეთშიც იგრძნობოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანაში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა, მათ შორის, ერევანშიც.

ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოში იყო, გიუმრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 51 კილომეტრში, ტაშირიდან აღმოსავლეთით 16 კილომეტრში.

ზოგიერთ ამ რაიონში მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ელექტროენერგია გაითიშა. ხალხმა სახლები დატოვა და ქუჩაში გავიდა.

ბიძგები იგრძნობოდა ლორის, შირაქის, არაგაცოტნის რაიონებშიც. ლორის რაიონის ქალაქ ალავერდში შენობებისა და ნაგებობების კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა. ხალხმა სახლები დატოვა, ზოგიერთმა თავი შეაფარა მანქანებსა და ავტოფარეხებს.

გიუმრიშიც დაფიქსირდა ავარიული სახლების ნაწილობრივი ნგრევა.

საქართველოში 22:25 საათზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა, სოფელ სამებასთან მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები