იემენში „გაეროს“ ხუთი თანამშრომელი გაიტაცეს
აბიანის პროვინციაში, იემენის სამხრეთით შეიარაღებულმა დაჯგუფებამ „გაეროს“ ერთ-ერთი ჰუმანიტარული სტრუქტურის ხუთი თანამშრომელი გაიტაცა. მათთან ერთად, უცნობი მიმართულებით, წაიყვანეს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც „გაეროს“ თანამშრომლებს ახლდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, „იემენ ნიუსი“ ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები გასულ პარასკევს, 11 თებერვალს გაიტაცეს. გატაცებულებს შორის 4 იემენელი და ერთი უცხოელია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უცნობი თავდამსხმელები, სავარაუდოდ ალ-ქაიდას წევრები არიან, მათ „გაეროს“ თანამშრომლების ავტომობილი მუდუიას რაიონში გაიტაცეს.
პასუხისმგებლობა გატაცებასთან დაკავშირებით საკუთარ თავზე ჯერ არავის აუღია.