ავღანეთში, მეჩეთში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები
დასავლეთ ავღანეთში, ბადგისის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ქალა-ი-ნაუს საკათედრო ტაძრის მეჩეთში პარასკევის ლოცვის შემდეგ აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Aamaj News ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანია დაღუპული, 20 დაშავებული.
აფეთქების სავარაუდო მიზეზად ხელყუმბარის აფეთქება სახელდება.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.