ბლინკენი: პუტინი შესაძლოა, არც დაელოდოს ოლიმპიადის დასრულებას და დაესხას უკრაინას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან მეტი ძალები გაგზავნა და შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, თუნდაც, ზამთრის ოლიმპიადის დროს.

ამის შესახებ Reuters წერს.

დიპლომატის თქმით, ვაშინგტონი აგრძელებს უკრაინაში საელჩოს „დახურვას“ და კიდევ ერთხელ გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა ქვეყანა სასწრაფოდ დატოვონ.

„მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, მათ შორის, უკრაინის საზღვართან ახალი ძალების გაგზავნას“, – თქვა ბლინკენმა, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ”როგორც ადრე ვთქვით, ჩვენ ვიმყოფებით ფანჯარაში, როდესაც შეჭრა შეიძლება, დაიწყოს ნებისმიერ დროს და ცხადი იყოს, მათ შორის, ოლიმპიადის დროსაც”, – თქვა მან.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა, რადგან სიტუაცია შესაძლოა, სწრაფად გადაიზარდოს” სიგიჟეში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები