მედია: ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს
კორონავირუსით ჰოსპიტალიზებული, პარტია ლდპრ-ის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი თანაგუნდელებს, ახლობლებსა და ექიმებს ვეღარ ცნობს.
რუსული გამოცემა URA.ru-ს წყაროების ინფორმაციით, პოლიტიკოსის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ექიმები არ აკეთებენ რაიმე პროგნოზს მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტიაში გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ის რეალობას არ შეესაბამება.
“ლდპრ-ი კატეგორიულად უარყოფს ანონიმური წყაროების ინფორმაციას”, – განაცხადეს პარტიის პრესსამსახურში.