იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ქუჩის კალათბურთი გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ქუჩის კალათბურთის კორპორაციული ტურნირი “3X3 Ministry of Justice” გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა უწყებებმა მიიღეს. სულ მონაწილეობას იღებდა 16 გუნდი.
ტურნირი იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე, სპეციალურად მოწყობილ გასაშლელ საკალათბურთო მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
დაძაბული შეჯიბრის ფინალში ერთმანეთს იუსტიციის სახლისა და გენერალური პროკურატურის გუნდები დაუპირისპირდნენ. მოგება კი იუსტიციის სახლს დარჩა.
შეჯიბრის საუკეთესო მოთამაშის ტიტული იუსტიციის სახლის მენეჯერმა-შიო ხეცურიანმა მოიპოვა. მასა და მის გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი გადაეცა.
ტურნირის მთავარი მიზანი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სისტემაში შემავალ უწყებებში დასაქმებულ თანამშრომელთა გაცნობა იყო.
ღონისძიება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.