რატომ დასვეს მაკრონი პუტინისგან ძალიან დიდი დისტანციით – Reuters მიზეზს ასაჯაროებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი არ დათანხმდა კრემლის თხოვნას კორონავირუსზე რუსული ტესტის გავლის შესახებ, როდესაც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მივიდა, ამიტომ, საფრანგეთის ლიდერი რუს კოლეგასთან დაშორებით დასვეს.

ამის შესახებ Reuters-ი მაკრონთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს წყაროები, რომლებიც კარგად იცნობენ საფრანგეთის პრეზიდენტის ჯანდაცვის პროტოკოლს, ამბობენ, რომ მაკრონს ჰქონდა არჩევანი: ან დაეთანხმებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ PCR ტესტს და პუტინთან დაახლოების უფლება მიეცემოდა, ან უარი ეთქვა და დაიცავდა უფრო მკაცრ სოციალურ დისტანციას.

„ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ეს არ ნიშნავდა ხელის ჩამორთმევას და ნიშნავდა ამ გრძელ მაგიდას. მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებით, რომ მათ პრეზიდენტის დნმ-ი მიეღოთ“, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები