ამსტერდამში მსოფლიოში პირველად პროსტიტუციის მუზეუმი გაიხსნა

    მსოფლიოში პირველად ამსტერდამში პროსტიტუციის მუზეუმი გაიხსნა. იდეის ავტორების თქმით, მუზეუმში მეძავების საქმიანობის ყველა იმ დეტალის დათვალიერება და ნიუანსების გაგება შეიძლება, რაც მნახველებს აინტერესებთ, თუმცა კითხვის დასმის ეშინიათ. მუზეუმში შეიტყობენ, თუ რატომ მუშაობენ ადამიანები საროსკიპოში და როგორია მათი ყოველდღიური ცხოვრება. ამ პროფესიის ევოლუციის ამსახველი ექსპოზიცია, უძველესი დროიდან დღემდე, დამთვალიერებელს ინაფორმაციას მიაწვდის, თუ როგორ იცვლებოდა მეძავების სამუშაო ინსტრუმენტები, პრეზერვატივები და სექსსათამაშოები. მუზეუმში იმასაც გაიგებენ, თუ როგორი განცდაა ვიტრინაში დგომა და კლიენტების მოზიდვა. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, მუზეუმის გახსნა კარგი აზრი იყო, რადგანაც ეს დაეხმარებათ ტურისტებს მეძავთა რთული სამუშაოს თავისებურების გაგებაში, რამაც შესაძლოა მათი პატივისცემა გამოიწვიოს კიდეც.
ამსტერდამის „წითელი ფარნების“ კვარტალში დაახლოებით 7 000 ადამიანი ლეგალურად მუშაობს. მათი უმეტესობა ნიდერლანდებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან უკეთესი ცხოვრების საძიებლად ჩავიდა. ამსტერდამში პროსტიტუცია ლეგალურია და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად კონტროლდება: მეძავები გადასახადებს რეგულარულად იხდიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. „წითელი ფარნების“ კვარტალი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები