სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ცივა-ტეხურას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 8 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება.

“სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გადინება შეუფერხებლად მოხდება, რაც 400 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას უზრუნველყოფს და აგროწარმოების შესაძლებლობას გაზრდის.

დამშრობ მასივზე სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები