პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა

   საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, შექმნის დღიდან, ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა, – ამის შესახებ დღეს კომპანია “ყაზტრანსგაზში” გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩის №1-ში რეგისტრირებულ მისამართზე, რომელიც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიაა, შპს “ყაზტრანსგაზი თბილისის” უსაფრთხოების სამსახურის მიერ გეგმური შემოწმების შედეგად, მრიცხველის გვერდით ავლით შეყვანილი გაზის მილი გამოვლინდა.
როგორც ილია ელოშვილმა განმარტა, ბუნებრივი გაზი, სასადილოსა და დამხმარე ნაგებობებს ხმარდებოდა. სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვეში დაახლოებით 5-6 ათასი ლარის ბუნებრივ აირს მოიხმარდა. “შედგენილია ადმინისტრაციული აქტი, დალუქულია ობიექტი და იქ დადგმული სიმძლავრეები დგინდება, რათა ზუსტად განისაზღვროს ჯარიმის ოდენობა. დაკისრებული ჯარიმა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა გადაიხადოს“,- განაცხადა ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები