ირაკლი კობახიძე: წინა არჩევნებზე ცესკომ გამართულად იმუშავა, ალბათ, ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნებზე ცესკომ გამართულად იმუშავა და თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„სავარაუდოდ, სამშაბათს განიხილება ეს საკითხი პარლამენტში. იქიდან გამომდინარე, რომ წინა არჩევნებზე ცესკომ ძალიან გამართულად იმუშავა, ალბათ ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით“,-აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები