მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას პარტიის “პოლიტიკური ქორწინება” ხელს ვერ შეუშლის კონკრეტულ რაიონებში იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რაც მოსახლეობას აწუხებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას პარტიის „პოლიტიკური ქორწინება“ კონკრეტულ რაიონებში იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რაც მოსახლეობას აწუხებს – ხელს ვერ შეუშლის.

მდინარაძემ სამეგრელოში გამართული შეხვედრები შეაფასა.

„ჩვენი საუბრის და განხილვის თემა იყო პარტიის საორგანიზაციო საკითხები, ასევე ის საკითხები, რაც იმ სიტუაციას ახასიათებს, როდესაც არ არსებობს უმრავლესობა კონკრეტულ რაიონებში და აქ ნაკლები პრობლემები უნდა იყოს. ამ სიტუაციამ რაიონის განვითარებაზე და ხალხის საჭიროებებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. შესაბამისად, მერები და ჩვენი პარტიის წევრები ესწრებოდნენ ამ შეხვედრებს. დაისახა ის გეგმები, რომელიც ამ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ნაკლებად პრობლემური უნდა იყოს. უფრო სწორად, ამ პრობლემის გადაჭრაში უნდა მიეხმაროს, რა თქმა უნდა, პარტიულ შიდა თემებზე ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. პოზიტიური შეხვედრები იყო. კონკრეტულ შემთხვევებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის, როგორც მათვე თქვეს და უწოდებენ ამას, “პოლიტიკური ქორწინება” ხელს ვერ შეუშლის კონკრეტულ რაიონებში იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რაც ძირითადად ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები