ორხევის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვო შენობების დემონტაჟი განახორციელა

თბილისში, ორხევის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობის დემონტაჟი განახორციელა.

არსებული ინფორმაციით, დევნილები თვითნებურად დაწყებული შენობების დემონტაჟის შესახებ ოფიციალური უწყებებისგან გაფრთხილებულები იყვნენ. ამასთან,
როგორც ცნობილია, აღნიშნული მიწის ნაკვეთები დევნილთა საკუთრებაში არ არის.

ადგილობრივი მცხოვრებლები სახლების ნგრევას აპროტესტებენ. შენობების დანგრევას ასევე ეწინააღმდეგებიან ადგილზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები