ვიქტორ იანუკოვიჩი სოჭში იმყოფება
უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სოჭში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. იანუკოვიჩი სოჭის ოლიმპიური თამაშების გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, მოგვიანებით კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. პარტია “რეგიონების” ლიდერის ალექსანდრ ეფრემოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ევროპის წარმომადგენლებთანაც. ვიქტორ იანუკოვიჩი სოჭში გუშინ ჩავიდა.