უკრაინის გვარდიის ჯარისკაცი ხუთი პირის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ დნეპრში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი ხუთი პირის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის განცხადებით, ჯარისკაცს კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცმა, გაურკვეველი მიზეზების გამო, სამხედრო ქარხნის დაცვის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.
ჯარისკაცმა 5 ადამიანი მოკლა, 5 კი დაჭრა.
ინციდენტი დნიპროში, პივდენმაშის სარაკეტო ქარხანაში მესაზღვრეებისთვის იარაღის გადაცემის დროს მოხდა.