ავსტრიაში არავაქცინირებულებისთვის “ლოკდაუნს” აუქმებენ

ავსტრიაში, 31 იანვრიდან არავაქცინირებულთათვის “ლოკდაუნი” მოიხსნება.

ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა.

გადაწყვეტილება, საავადმყოფოებში, განსაკუთრებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში სიტუაციის სტაბილიზაციას უკავშირდება.

„არავაქცინირებულთათვის “ლოკდაუნი” მომდევნო ორშაბათიდან მთავრდება“, – თქვა კანცლერმა.

ამავდროულად, კოვიდპასპორტების წარდგენა კვების ობიექტებში, მაღაზიებში შესვლისას, ასევე სხვა საჯარო სივრცეების მონახულებისას, ძალაში რჩება.

ასევე, შენარჩუნებულია FFP2 ტიპის რესპირატორის ტარების ვალდებულება.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ვოლფგანგ მუკშთაინის განცხადებით, ვაქცინაციის სერტიფიკატი ორი დოზით ვაქცინირებულთათვის 6 თვის, ხოლო სამი დოზით აცრილებისთვის 9 თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები