ალექსეი ნავალნის ძმაზე ძებნა გამოცხადდა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ძმა – ოლეგ ნავალნი რუსეთში ძებნილთა სიაშია შეყვანილი.

აღინიშნება, რომ ძებნა სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება, თუმცა, არ არის დაზუსტებული რომელ საქმეს.

25 იანვარს პენიტენციურმა ინსპექციამ მოსკოვში, ლიუბლინსკის რაიონულ სასამართლოში შუამდგომლობა გაგზავნა ოლეგ ნავალნის „სანიტარულ საქმეზე“ პირობითი მსჯავრის რეალურით შეცვლასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, ფედერალურმა სასჯელაღსრულების სამსახურმა განმარტა, რომ ოლეგ ნავალნი არ იყო რეგისტრირებული ინსპექციაში, ამიტომ, სამსახურმა სთხოვა მისი პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლა.

2021 წლის აგვისტოში, ოლეგ ნავალნის მიესაჯა ერთწლიანი პირობითი თავისუფლების აღკვეთა „სანიტარულ საქმეზე“. საქმის ფიგურანტებს ბრალი ედებოდათ 2021 წლის 23 იანვარს, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობის მიღების მოწოდებაში, რომელზეც მივიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის გამო კარანტინზე უნდა ყოფილიყვნენ.

ოლეგ ნავალნიმ “ივ როშეს” საქმეზე 3,5 წელი გაატარა ციხეში; ის 2018 წლის ივნისში გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები