26 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 676 520 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 676 520 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 325 112, >18 ასაკის მოსახლეობის 46.1%. სრულად ვაქცინირებულია 1 212 744 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 42.2%, ბუსტერ დოზით აცრილია 136 478. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 816 (2.15%) სრულად აცრილია -2 668 (1.50%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 375 (15.26%) სრულად აცრილია- 10 787 (13,30%). 25 იანვარს ჩატარდა 7 661 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები