საფრანგეთში ერთ დღეში ნახევარი მილიონი ინფიცირებული გამოვლინდა

საფრანგეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 501 635 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დიდი რიცხვია.

ამის შესახებ BFMTV არხი იუწყება.

ასევე, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.

25 იანვარს კლინიკებმა, ჯამურად, 30 189 ადამიანი მიიღეს. ჰოსპიტალიზაციის ასეთი დონე 2021 წლის აპრილის შემდეგ არ ყოფილა.

საავადმყოფოში მოთავსებულთაგან 3,741 პირი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, რაც წინა კვირასთან შედარებით ნაკლებია.

ასევე, გასული დღის განმავლობაში ვირუსს კიდევ 364 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დაავადებას 102 086 ადამიანი შეეწირა.

BFMTV ამბობს, რომ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში 312 000-ზე მეტი ,,ბუსტერ,, დოზა იქნა შეყვანილი.

ქვეყანაში სრული აცრა 52 534 085 ადამიანს აქვს ჩატარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები